მსოფლიო
ევროკავშირმა იერუსალიმის თაობაზე ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა

ევროკავშირმა იერუსალიმის თაობაზე ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე შესაძლოა პალესტინასთან კონფლიქტი გამოიწვიოს და „ბნელ საუკუნეებში" დაგვაბრუნოს. Financial Times-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე. "ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ უკან ბნელ დროში, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ", - აცხადებს მოგერინი.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის