მსოფლიო
ფედერიკა მოგერინი - ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს

ფედერიკა მოგერინი - ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს


იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს

- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. „ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება. ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა მან. გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის