მსოფლიო
ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო

ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო


აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“. ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზება მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს. ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის