მსოფლიო
ლუცენკოს გავრცელებულ

ლუცენკოს გავრცელებულ "მასალებში", სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალი არ იკვეთება - უკრაინელი იურისტი

უკრაინის გენერალურიპროკურორის იური ლუცენკოს მიერ გავცელებულ აუდიოჩანაწერები, რომელშიც მოყვანილია ვითომ მიხეილ სააკაშვილის, მისი წარმომადგენლის სევერიან დანგაძისა და რუსეთში გაქცეული ბიზნესმენის სერგეი კურჩენკოს საუბარი, არ შეიცავს პირდაპირ და დამაჯერებელ მტკიცებულებას იმ დანაშაულის შესახებ, რაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს დებენ ბრალს, აცხადებს უკრაინელი იურისტი, ექსპერტ-კრიმინოლოგი ანა მალიარი.

იგი თავის ბლოგში დაწვრილებით განიხილავს ამ ბრალდებას. ამასთან არ ეხება ჩანაწერის ავთენტურობის საკითხს.

პირველ რიგში იურისტმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებაა იანუკოვიჩ-კურჩენკოს დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა.

"უკრაინის სისხლის სამრთლის კოდექსის თანახმად, დანაშაულებრივი ორგანიზავიაა მყარი იერარქიული გაერთიანება, რომელშიც შედის ხუთი და მეტი ადამიანი. შესაბამისად, იანუკოვიჩ-კურჩენკოს ჯგუფში კიდევ 3 ადამიანი უნდა იყოს გაერთიოანბული. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო არა მასთან სააკაშვილის თანამშრომლობა, არამედ ამ ორგანიზაციის დანაშაულებრივი საქმიანობა. ნუთუ ლუცენკომ შეაგროვა მტკიცებულებები იმსი თაობაზე, რომ იანუკოვიჩმა მისი დაჯგუფების საშუალებით უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა? მაშინ ჩვენ არა მარტო ამ ერთი ეპიზოდის, არამედ დანაშაულებების მთელი კასკადის შემსახებ უნდა გვქონდეს ინფორმაცია," - წერს იგი.

ექსპერტი შეეხო გენპროკურორის მიერ დასახელებულ ორ "სამართალდარღვევას - საპროტესტო აქციების დაფინანსებას და უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას.

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ უკრაინის კანონმდებლობა არავის უკრძალავს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დააფინანსოს. ასევე, აუდიოჩანაწერში ხმა, რომელიც წააგავს დანგაძის ხმას, არწმუნებს თანამოსაუბრეს, რომ უმაღლესი რადას შენობის დაკავება სახიფათოა. აქვე ირკვევა, რომ სააკაშვილმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის და "დანგაძემ" ვერ გაბედა მისთვის ეს ეცნობებინა. სწორედ ამიტომ იგი სხვა კანდიდატურებს სთავაზობს თანამოსაუბრეს, რადას შენობაში ძალადობრივი აქციის განხორციელებისათვის," - წერს იურისტი.

მისი სიტყვებით, მოქმედებისთვის "სახელმწიფო ხელისუფლების ჩელში ჩაგდების" კვალიფიკაციის მინიჭებითვის, უნდა არსებობდე არა მმარტო რამდენიმე ადმაინის ნება, არამედ მისი გეგმა და გარკვეული ქმედებების ერთობლივი ჩატარების შეთანხმებაც. გავრცელებულ "აუდიოჩანაწერებში" არც დანგაძე და და არც მისი თანამოსაუბრე კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობენ, "ისინი მოვლენების განვითარების მიხედვით იმოქმედებენ", ხოლო კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი აცახდებს, რომ მათ გეგმა საერთოდ არ აქვთ. ამასტან რადას შენობის დაკავება არ ნიშნავს ხელისუფლების ხელში ცაგდებას, რადა სხვაგანაც შეიკრიბება.

"შემდგომ, დანგაძეს ეკითხებიან, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების დახურვას? ვითომ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დააფინანსებს კურჩენკო "ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. მაგრამ ხმა, რომელიც დანგაძის ხმას ჰგავს, არანაირ დაპირებას არ იძლევა. შესაბამისად, საუბრის განმავლობაში არანაირი გარიგება არ შემდგარა. სამაგიეროდ, ეს ინფორმაცია სხვა პოლიტიკოსებს გამოადგებათ - კურჩენკოს მხრიდან დაფინანსების მიღების პირობა უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი," - ირონიულად ასკვნის მალიარი.

ანალოგიური ხაზი ვითომ სააკაშვილისა და კურჩენკოს "საუბარშიც" გრძელდება.

"ხმა, რომელიც სააკაშვილის ხმას ჰგავს არაფერს კონკრეტულს არ ამბობს. "სააკაშვილის" სიტყვებიდან არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება - არც თანამშრომლობაზე, არც თანამშრომლობის თანხმობაზე. პირიქით, მისი სიტყვები შეიძლება ქრესტომატიულ ნიმუშად იქცეს, თუ როგორი პასუხების გაცემაა საჭირო, რომ სასამართლომ ნათქვამიდან აზრის გამოტანა ვერ შეძლოს," - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება 300 000 დოლარს, რომელიც 10 სექტემბერს, სააკაშვილმა, ვითომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს დახარჯა, იმ შემთხვევაში შეიძლება ძიების საგანი გახდეს, თუ დადასტურდა, რომ მან ეს თანხა მესაზღვრეების მოსაქრთამად დახარჯა.

"იმ პირთათვის ბილეთების ყიდვა, მათი ბინითა და საკვებით უზრუნველყოფა, ვინც სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უჭერდა მხარს, არანაირ დანაშაულებრივ ფაქტს არ შეიცავს.

ყოველივე ზემოთმოყვანილი ფაქტები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები, მათი ავთენტურობისა და მოსმენის კანონიერების დადასტურებითაც კი არ შეიცავს დამარწმუნებელ ინფორმაციას იმ დანაშაულებების შესახებ, რომელთა ჩადენაშიც ედება ბრალი მიხეილ სააკაშვილს," - აცხადებს ანა მაილაირი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის