პოლიტიკა
ლევან კობერიძე: გვჯერა, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა გარდაუვალია

ლევან კობერიძე: გვჯერა, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა გარდაუვალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ, რომ ხდება მხოლოდ მოხმარების დოზის დეკრიმინალიზაცია და სხვა ნებისმიერი აქტიობა კვლავ დასჯადი რჩება.

"გვჯერა, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის გარდაუვალი. აქ საუბარია ინდივიდუალური, დღიური დოზის მოხმარებაზე. სხვა ნებისმიერ რაოდენობის კარკოტიკის გაყიდვა-რეალიზაცია და ა.შ. კვლა რჩება დასჯადი. მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ვინმე ხელს უწყობს, რომ საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობა გახდეს ლეგალური",- განაცხადა კობერიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია 30 ნოემბერს მოხდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის