პოლიტიკა
აკაკი ზოიძე: სახელმწიფომ ნარკომომხმარებელი ხრამში არ უნდა ჩააგდოს

აკაკი ზოიძე: სახელმწიფომ ნარკომომხმარებელი ხრამში არ უნდა ჩააგდოს

"დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმისკენ, რომ ჩვენ შევაკავოთ ადამიანი, რომელიც უფსკრულის პირას დგას, არამედ ჩვენ მას ვუბიძგებთ რომ ამ უფსკრულში ბოლომდე გადაეშვას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმისკენ, რომ ჩვენ შევაკავოთ ადამიანი, რომელიც უფსკრულის პირას დგას, არამედ ჩვენ მას ვუბიძგებთ რომ ამ უფსკრულში ბოლომდე გადაეშვას. ადამიანს შეიძლებს აღარ უნდა, როცა ციხიდან გამოდის რომ დარჩეს მომხმარებელი, მაგრამ მას არ ვკურნალობთ. უფლებები შეზღუდული აქვს. დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი უმუშევარია, ხოლო 80%-ს აქვს 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ამ ხალხზე ვზრუნავთ ჩვენ. სახელმწიფომ ხრამში არ უნდა ჩააგდოს ნარკომომხმარებელი",- განაცხადა ზოიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია 30 ნოემბერს მოხდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის