პოლიტიკა
აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკაზე: ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება და გამოსავალი

აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკაზე: ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება და გამოსავალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის არ მიესალმება ნარკოტიკების ლეგალიზაციას, თუმცა დეკრიმინალიზაცია გამოსავლად მიაჩნია.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნარკოტიკის ლეგალიზაციის დღევანდელი მოცემულობით. ერთადერთი გამოსავალი, რაშიც დღეს არის საქართველო ნარკოდამოკიდებულების პრობლემის კუთხით არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა. ერთადერთი გამოსავალი, რომ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები ამ მავნე მავნე წრეში ჩართვისგან, რასაც ჰქვია პრობლემური ნარკოდამოკიდებულება, არის სწორედ დეკრიმინალიზაცია, რომელიც არის შეჯერებული პრევენციასთან. ციხე არ არის რეაბილიტაციის საშუალება, ციხე არ არის გამოსავალი",- განაცხადა ზოიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია 30 ნოემბერს მოხდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის