სპორტი
ლუსიო სამშობლოში დაბრუნდა

ლუსიო სამშობლოში დაბრუნდა

გამოცდილი ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ლუსიო და სილვა, სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "გამაში" გააგრძელებს. 39 წლის ვეტერანმა ბრაზილიელმა ჩინური "გოა" გასული წლის ზაფხულში დატოვა და 1 წელი ისვენებდა, მაგრამ ახლა საფეხბურთო კარიერა განაახლა. ლუსიომ "გამასთან", რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელია, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავის დროზე ლევერკუზენის "ბაიერის", მიუნხენის "ბაიერნის", მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" ღირსებებს იცავდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის