სპორტი
სნეიდერმა კარიერა შესაძლოა ამერიკაში გააგრძელოს

სნეიდერმა კარიერა შესაძლოა ამერიკაში გააგრძელოს

"ნიცას" შემტევმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, საფეხბურთო კარიერა შესაძლოა ამერიკულ "MLS-ში" გააგრძელოს. თურქული პრესის ინფორმაციით, 33 წლის ჰოლანდიელი მოთამაშე "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" გადაბარგდება. ამერიკული კლუბი უესლის უკვე მოელაპარაკა, ახლა კი გადაწყვეტილება "ნიცამ" უნდა მიიღოს. თუ ფრანგული კლუბი თანახმა იქნება, მაშინ სნეიდერი "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ზამთარში შეუერთდება. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სნეიდერმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის