სპორტი
სალიჰამიჯიჩი:

სალიჰამიჯიჩი: "გარე კრიტიკა "კანს მისუქებს"

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, კრიტიკოსებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის გარედან შემოსული ხმები უმნიშვნელოა. "ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ვიყავი სქელკანიანი. ახლა კი სპორტული დირექტორის პოსტზე ჩემი კანი კიდევ უფრო სქელია. ასე, რომ რასაც სხვები ამბობენ, ჩემთვის უმნიშვნელოა. 2017 წელს "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის თემაზე აღარ ვისაუბრებთ!", - განმარტა 40 წლის ბოსნიელმა "Spox-თან" საუბრისას. უკვე დადასტურდა, რომ იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერს" მხოლოდ სეზონსი ბოლომდე უხელმძღვანელებს, შემდეგ კი კლუბს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის