სპორტი
იგუაინი:

იგუაინი: "წინ დიდი ბრძოლა გველის"

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მილანის "ინტერთან" სერიოზული დაპირისპირება ელოდება. "მილანის "ინტერი" საკმაოდ რთული მეტოქეა, რომელსაც დიდებული მწვრთნელი ჰყავს. ლუჩიანო სპალეტიმ გუნდი შესანიშნავად განავითარა. ეს დიდი ბრძოლა იქნება და იმედი გვაქვს, რომ "ნაპოლის" შემდეგ კვლავ კარგ შედეგს მოვიპოვებთ. ჩვენ კარგი თამაშის ჩვენება და იმ სამი ქულის მოპოვება გვინდა, რომელიც ტიტულისათვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს", - განაცხადა პიპიტა იგუაინმა. ტურინული გრანდი იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში შინ მილანურ გრანდს შეხვდება, რომელიც 39 ქულით სერია ა-ს ლიდერობს, "იუვე" კი ორი ქულით უკანაა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის