სპორტი
რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელია

რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელია

2017 წელს ოქროს ბურთის მფლობელი მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, გახდა. "France Football-მა" გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოაქვყენა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს "სამეფო კლუბის" შვიდიანი იკავებს. სამეულში ლიონელ მესი ("ბარსელონა") და ნეიმარი ("პსჟ") მოხვდნენ. 32 წლის პორტუგალიელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო უკვე მეხუთედ მოიგო და რეკორდსმენ ლიონელ მესის დაეწია. რონალდუმ ოქროს ბურთი აქამდე 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში მოიპოვა. 2016/17 წლების სეზონში მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კრიშტიანუ რონალდუ კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე და მესამე ადგილოსნების ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ პოზიციებს მესი და ნეიმარი გაიყოფენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის