პოლიტიკა
,,სააკაშვილმა ,,ბოევიკები,, შემოიკრიბა,,

,,სააკაშვილმა ,,ბოევიკები,, შემოიკრიბა,,

,,სამართალდამცავებმა არ გამოიყენეს მკვეთრი მოქმედებები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, რათა სისხლისღვრა აერიდებინათ თავიდან,, აცხადებს უკრაინის შსს-ს მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი, თანაპარტიელი და რადას დეპუტატი ანტონ გერაშენკო.

გერაშენკოს განცხადებით, ძებნილი სააკაშვილი თავს კარვების ქალაქს აფარებს და ის ,,ბოევიკებით,, არის გარშემორტყმული…

,,ძებნილმა სააკაშვილმა ,,ბოევიკები,, შემოიკრიბა და ის თავს კარვების ქალაქს აფარებს… მას ბრალად ედება რუსი ოლიგარქისაგან ფინანსური დახმარების მიღება, რომელსაც კურჩენკოს წარმომადგენლები, სააკაშვილის გარემოცვის წევრ დანგაძეს გადასცემდნენ. ამასთანავე, ბატონმა სააკაშვილმა პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია,, აცხადებს გერაშენკო.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის