სხვადასხვა
ამერიკელებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, სადაც სიცოცხლისთვის საჭირო პირობები უნდა არსებობდეს

ამერიკელებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, სადაც სიცოცხლისთვის საჭირო პირობები უნდა არსებობდეს

ამერიკელმა მკვლევარებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან დედამიწიდან 111 სინათლის წლის დაშორებით, ეგზოპლანეტა K2-18b-ზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები აღმოაჩინეს. ობიექტი ლომის თანავარსკვლავედში, წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს სისტემაში მდებარეობს. ექსპერტთა აზრით, პლანეტა მდებარეობს სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგის დედაპლანეტასთან ახლოს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის წყლის შენარჩუნებისთვის - ნებისმიერი ფორმით, ზედაპირზე კი თხევადი ფორმით. ობიექტი 2015 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მაშინ მის შესახებ მკვლევარებმა არაფერი იცოდნენ. ჩილეში, რადიოტელესკოპ Harps-სა და Radial Velocity Planet Searcher მოწყობილობის დახმარებით ექსპერტებმა ეგზოპლანეტის რელიეფისა და სხვა მახასიათებლების დადგენა შეძლეს. ცნობილი გახდა, რომ K2-18b-ს შეიძლება ჰქონდეს დედამიწის მსგავსი კლდოვანი რელიეფი და ატმოსფერო. დაკვირვების პროცესში სპეციალისტებმა K2-18b--ის სიახლოვეს მსგავსი მახასიეთებლების კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს. მისი მასა უფრო დიდია, ვიდრე დედამიწის. მისი გამოკვლევა მალე დაიწყება, ნასა 2019 წელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის