სპორტი
რონალდუს პასუხი, როცა მას პსჟ-ში გადასვლაზე ჰკითხეს [VIDEO]

რონალდუს პასუხი, როცა მას პსჟ-ში გადასვლაზე ჰკითხეს [VIDEO]

ოქროს ბურთის დაჯილდოებას კრიშტიანო რონალდუს პატარა გულშემატკივრებიც დაესწრნენ, რომლებსაც თავიანთ კუმირთან კითხვის დასმის საშუალება მიეცათ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პორტუგალიელს ჰკითხა: "მოიგეთ ევროპის ჩემპიონატი, მოიგეთ ოქროს ბურთი და როდის აპირებთ პარიზში გადმოსვლას?" "ამჟამად რეალის ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში იქამდე დავრჩები, სანამ შესაძლებელი იქნება", - განაცხადა რონალდუმ. ეს ჯილდო რონალდუმ კარიერაში მეხუთედ მოიგო და მესის გაუთანაბრდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის