სპორტი
რაულმა პირდაპირ ეთერში რეალის ყველა დროის საუკეთესო 7-იანი დაასახელა [VIDEO]

რაულმა პირდაპირ ეთერში რეალის ყველა დროის საუკეთესო 7-იანი დაასახელა [VIDEO]

ოქროს ბურთის დაჯილდოებას, რომელიც პარიზში გაიმართა, მადრიდის "რეალის" ლეგენდა რაულიც დაესწრო. რაულმა კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბურთის მოგება მიულოცა და სამეფო კლუბის ისტორიაში საუკეთესო 7-იანიც დაასახელა. "ვინ არის საუკეთესო 7-იანი რეალის ისტორიაში? კრიშტიანო რონალდუ. მარტივია - მას 5 ოქროს ბურთი აქვს მოგებული მე კი არცერთი", - აცხადებს რაული. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო რონალდუმ კარიერაში მეხუთედ მოიგო და მესის გაუთანაბრდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის