სპორტი
რონალდუ:

რონალდუ: "იმედია, ჩემი და მესის პაექრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. დაჯილდოების შემდეგ მან კომენტარი გააკეთა და მესიზეც ისაუბრა. მოგეხსენებათ, ორივე მოთამაშეს ოქროს ბურთი აქვს მოგებული. "იმედი მაქვს, კიდევ რამდენიმე წელი ვიქნები ასეთ ფორმაში და ჩემი და მესის პაექრობა დიდხანს გაგრძელდება. ამ სეზონში თავს კარგად ვგრძნობ და კარგ ფორმაში ვარ. ვნახოთ, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს წლის ბოლოს. რაც შეეხება ნეიმარს, ის უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია და ტყუილად არ მოხვდა სამეულში. მას აქვს პოტენციალი, რომ მომავალში ოქროს ბურთი მოიგოს", - აცხადებს რონალდუ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის