სპორტი
ევროპა ლიგის ფლეი-ოფში 2 ქართველი ითამაშებს

ევროპა ლიგის ფლეი-ოფში 2 ქართველი ითამაშებს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ცნობილია ყველა იმ 64 გუნდის ვინაობა, რომლებიც ამ ტურნირის ფლეი-ოფში ითამაშებენ. ჯაბა ჯიღ​აურის "ვარდარი", გურამ კაშიას "ვიტესი" და ვაკო გვილიას "ბატე" ძალიან ცუდად გამოვიდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. სამაგიეროდ, კარგი შთაბეჭდილება დატოვა კვერკველიას "ლოკომოტივმა." მათ ბოლო ტურში იმარჯვეს და 1/16 ფინალში გავიდნენ. კვერკველიასთან ერთად ევროპა ლიგის ფლეი-ოფში კიდევ ერთი ქართველი, ჯანო ანანიძეც ითამაშებს. ჯანოს "სპარტაკმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადავიდა. ანანიძე ამჟამად ტრავმირებულია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის