სპორტი
კოუტინიო:

კოუტინიო: "ბარსელონადან შემოთავაზება მქონდა, ვნახოთ, რა მოხდება იანვარში"

"ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. მოგეხსენებათ, კოუტინიოს შეძენა "ბარსელონას" ზაფხულში სურდა, თუმცა "ლივერპულმა" 130 მილიონიანი შეთავაზება უარჰყო. "ბარსელონადან შემოთავაზება ნამდვილად მქონდა და ეს საკითხი აქტიურადაც განვიხილე, თუმცა საბოლოოდ, ლივერპულში დავრჩი. ვნახოთ, რა მოხდება იანვარში. ნამდვილად არ ვიცი, ისინი ზამთარშიც შეეცდებიან თუ არა ჩემ ყიდვას", - აცხადებს კოუტინიო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის