სპორტი
გატუზო ზედიზედ მეორე ვერ მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს

გატუზო ზედიზედ მეორე ვერ მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს

ევროპა ლიგის ბოლო ტურის მატჩი "რიეკასა" და "მილანს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი მილანელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა, რომელმაც ზედიზედ მეორ​ე მატჩი ვერ მოიგო. "მილანში ყველაფერი უარყოფითი ხდება და ეს მალე უნდა შეიცვალოს. გუნდში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი და ამაზე მუშაობას ვიწყებ. როდესაც მილანის მაისურს იცვამ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ფეხბურთელები ამას უნდა ხვდებოდნენ. დროა, მილანმა მოგებები დაიწყოს. ბურთის ფლობა 65% გვქონდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს", - აცხადებს გატუზო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის