სპორტი
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

უეფამ ერთა ლიგაში მონაწილე გუნდები კალათებში გადაანაწილა, კენჭისყრა კი იანვრის თვეში ჩატარდება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო D ლიგაა, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ კალათში, მაკედონიის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. შესაბამისად, საქართველო ჯგუფში ამ სამ გუნდთან ერთად ვერ მოხდება. ჯგუფიდან გასული გუნდები ერთმანეთს ფლეი-ოფში შეხვდებიან, გამარჯვებული კი ავტომატურად C ლიგაში გადავა. ტურნირი 2018 წლის სექტემბერში დაიწყება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის