ეკონომიკა
ანგურიძე: ევროპალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა

ანგურიძე: ევროპალატის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს კარგი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული “ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019” რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა. ამ შედეგით საქართველო რეგიონში იკავებს პირველ ადგილს და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, სლოვენია, კვიპროსი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი და სხვა. კვლევაში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსები.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის