მსოფლიო
ბელგიაში 3 ათასმა სტუდენტმა ხელისუფლებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითუნარიანობისკენ მოუწოდა

ბელგიაში 3 ათასმა სტუდენტმა ხელისუფლებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითუნარიანობისკენ მოუწოდა

სტუდენტები სასწავლო დაწესებულებიდან გამოვიდნენ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკეს. ბელგიის პოლიციის შეფასებით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 3000 სტუდენტი  მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ  ხელისუფლება კლიმატის ცვლილების საკითხებს საკმარის ყურადღებას არ უთმობს და შესაბამის ზომებს არ იღებს. მათი განმარტებით,  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა “საკანონმდებლო ხელისუფლების პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს”. ერთ-ერთი მოძრაობა სტუდენტებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მშვიდობიანი საპროტეტო აქციები უფრო ხშირად გამართონ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის