მსოფლიო
აშშ უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს

აშშ უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიესალმება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მდივნის დეკლარაციაში, რომელიც ამერიკის საგარეო უწყების საიტზე გამოქვეყნდა.


„6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, რადგან უკრაინა მიზმად ისახავს განსაზღვროს თავისი მომავალი. ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.“-აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ინარჩუნებს თავის მხარდაჭერას რელიგიური თავისუფლებისადმი, მათ შორის რელიგიური ჯგუფების წევრების თავისუფლებას, წარმართონ თავისი რელიგიური ცხოვრება თავისი რწმენის მიხედვით, გარე ჩარევის გარეშე.“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმება უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღია არის ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის.

შეგახსენებთ, 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის