მსოფლიო
ემანუელ მაკრონი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

ემანუელ მაკრონი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიდერი ფორუმს დატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება. კერძოდ, საუბარია ეროვნული დებატების ჩატარებაზე, რომელიც “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართება. დღესვე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი გააუქმა. “იმის გამო, რომ დემოკრატები საზღვართან უსაფრთხოების საკითხებს არ ეთანხმებიან, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გავაუქმო “, – წერს ტრამპი. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრებოდა, თუ აშშ-ში “შათდაუნი” – აშშ-ს მთავრობის დეპარტამენტების მუშაობის შეჩერება გაგრძელდებოდა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან დღემდე გრძელდება. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება მექსიკის საზღვართან  კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების საკითხმა გამოიწვია, რის შედეგადაც მხარეებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტი ვერ მიიღეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის