მსოფლიო
BAFTA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად ალფონსო კუარონის ”რომა” აღიარეს

BAFTA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად ალფონსო კუარონის ”რომა” აღიარეს

მანამდე, აღნიშნულმა ფილმმა უკვე მიიღო ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ლომი” და ოსკარზე ათ კატეგორიაში დასახელდა. ფილმი 1970-იანი წლების დასაწყისში მექსიკელი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლის ბედი მეხიკოში, კათოლიკური დღესასწაულის დროს, სტუდენტური დემონსტრაციის შემდეგ სრულიად იცვლება. ფირმი კომპანია Netflix- ს ეკუთვნის. რეჟისორობის გარდა, ალფონსო კუარონი ასევე ფილმის ოპერატორი, სცენარისტი და თანაპროდიუსერია. ის საუკეთესო რეჟისორადაც აღიარეს. Bafta-ს  კინოფესტივალი 2000 წლიდან დაიწყო. 2000 წლის დაჯილდოება კინოთეატრ ოდეონში ლონდონში, ლეიცსტერის მოედანზე გაიმართა. 2009 წლის ცერემონია კი ლონდონის ოპერის სამეფო თეატრში გაიმართა. ჯილდო ყოველწლიურად სატელევიზიო, ანიმაციურ და კინოფილმებსა და ვიდეო თამაშებს გადაეცემა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის