მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი მრავალშვილიან დედებს გადასახადებისგან გათავისუფლებას დაჰპირდა

უნგრეთის პრემიერი მრავალშვილიან დედებს გადასახადებისგან გათავისუფლებას დაჰპირდა

“ევროპასა და დასავლეთში ბავშვების სულ უფრო ცოტა რაოდენობა იბადება და ამაზე დასავლეთის პასუხი მიგრაციაა…  ჩვენ უნგრელები განსხვავებულად ვფიქრობთ. უბრალო რიცხვების ნაცვლად, უნგრელი ბავშვები გვჭირდება “, – განაცხადა ორბანმა. სიტყვით გამოსვლისას  ქვეყნის პრემიერმინისტრმა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაც დაანონსა, რომელიც მისი თქმით,  ქვეყანაში  შობადობის თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. როგორც BBC აღნიშნავს, უნგრეთის მოსახლეობა წელიწადში 32 ათასი ადამიანით მცირდება, სტატისტიკით, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ ევროპაში. ვიქტორ ორბანმა ახალგაზრდა ოჯახებს უპროცენტო სესხის სახით 36 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემა შესთავაზა, რომლისგანაც ისინი მესამე შვილის დაბადების შემდეგ გათავისუფლდებიან.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის