პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა


პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეკა ბესელიას შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული და მის მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდებოდა.

„რაც შეეხება ნათელის მოფენას, ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული ჯერ კიდევ ზაფხულში ამ საკითხთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში, ეს არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მით უმეტეს, მოსამართლეების არჩევას და შერჩევას, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბევრ დეპუტატს ჰქონდა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პოზიცია, თუმცა მთავარია, გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან და სიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გუნდში ბევრი ასეთი დეპუტატი იყო, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რამე სხვა გადაწყვეტილების საკითხი, რადგან პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის თუ რაიმე სხვა მიდგომის გამოვლენის საფუძველი. შეიძლება, ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. სამწუხაროდ, ეს პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის