პოლიტიკა
კაპანაძე: არ მოგვისმენია საუბარი, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო

კაპანაძე: არ მოგვისმენია საუბარი, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო

მისი თქმით, არც ბიძინა ივანიშვილის, არც ირაკლი კობახიძის მხრიდან არ ყოფილა პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეკემბერში წარმოდგენილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სია არ გავა. საუბარი იყო მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე. “ჩვენ არ მოგვისმენია საუბარი იმაზე, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს სასამართლო არ დარჩება. საუბარი იყო რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომ კრიტერიუმები იქნება დამუშავებული, იმ მიზნით, როგორც ჩანს, რომ ამ სიაში არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი ახალ კრიტერიუმებს მოარგონ და უფრო მეტად იყოს გამართლებული ამ ხალხის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. ამ ადამიანების ხელში სასამართლოს ჩაგდება არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებენ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის