პოლიტიკა
მელია - თუ გახარიამ არ დაარტყა ჩაქუჩი, მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას

მელია - თუ გახარიამ არ დაარტყა ჩაქუჩი, მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას

„თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას“, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გურჯაანის სასამართლოში ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა. ამასთან, დავით კირკიტაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. კირკიტაძე ამან დააპატიმრა იგივე მოსამართლემ და დაეყრდნო რას, რომ კირკიტაძეზე მიმდინარეობსო სხვა სისხლის სამართლის საქმეო და იქო ერთხელო გირაო შეფარდებული აქვსო და მეორეჯერ გირაოს ხომ ვერ გამოვიყენებო?! აქედან გამომდინარე, უნდა გავუშვათ ციხეშიო. იმ საქმეზე ბატონი კირკიტაძე გამართლდა, შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი და ნუ ახლა თუ გახარია შემოიპარა უშუალოდ და ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ესე ჩაქუჩი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი აღმასრულებელი ხელისუფლებათა ვერ გაბედავს კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებას“, - აღნიშნა მელიამ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის