პოლიტიკა
„დღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია“ - წულუკიანი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდეს

„დღევანდელი პროცესი ყველასათვის დამანგრეველია“ - წულუკიანი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყველა დაინტერესებულ პირს, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოუწოდებს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით კრიტერიუმებზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გააგრძელონ. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე პროცესი დამაზიანებელია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. "სახეზეა კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არაერთი არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი საბჭოსი, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა დასხდეს მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ და ვისაუბროთ, იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი რასაც ვუყურებ ვფიქრობ ყველასათვის დამანგრეველია, იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი თუ თავად არასათავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის