საზოგადოება
როგორ გადაარჩინა შევარდნაძე მეგრულმა ჯიუტობამ...

როგორ გადაარჩინა შევარდნაძე მეგრულმა ჯიუტობამ...

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე იხსენებს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აფეთქების მცდელობის ამბავს და არც ისე სახალისო, მაგრამ მაინც ღიმილით სავსე ისტორიას: „9 თებერვლის ტ ე რ ო რ ი ს ტ უ ლ ი აქტის თემაზე, ერთი კ უ რ ი ო ზ უ ლ ი ამბავი კი გექნებათ ბევრს გაგონილი, მარა მაინც მოვყვები, რა ქნა მ ე გ რ უ ლ მ ა ჟინმა, როგორ გადაარჩინა ფაქტობრივად შ ე ვ ა რ დ ნ ა ძ ე! გეცოდინებათ, რომ ტ ა ნ კ ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ე.წ. "ხელის რაკეტა" მოხვდა პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ს მანქანას და ა ფ ე თ ქ დ ა კიდეც! უბრალოდ შ ი გ ნ ი თ, მანქანის სალონში ვერ შეაღწია და ამიტომ ცოცხალი დარჩა შევარდნაძე, თორემ რაკეტას რომ შეეღწია, იქ გადარჩენის შანსი ნ უ ლ ი იყო! არადა, ეგ რაკეტები მასე მოქმედებს - ჯერ ტანკის ჯ ა ვ შ ა ნ ს ხვრეტს, შიგნით აღწევს და მერე იქ ფ ე თ ქ დ ე ბ ა! ამიტომ ჰქვია "კუმულაციური". მაშ, რატომ ვერ მოახერხა ეს რაკეტამ შევარდნაძის მანქანის შემთხვევაში? საქმე ასე იყო:- ტერორისტებს ამზადებდნენ რ უ ს უ ლ ი სპეცსამსახურები ჩეჩნეთში. ზ ვ ი ა დ ი ს ტ ე ბ მ ა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, ეს. მათ ეგონათ, რომ ჩ ე ჩ ნ ე ბ ი ამზადებნენ. საბოლოოდ, მაინც ბოლომდე ვერ ენდნენ რუსები ზვიადისტებს და გააყოლეს თავიანთი "ს პ ე ც ი" ჩეჩენი ეროვნების ჯ ა ნ გ ა ლ ი ე ვ ი - რომელსაც უნდა ესროლა "ხელის რაკეტა" ("რპგ") პირველს შევარდნაძის მანქანისთვის და მისი აფეთქების შემდეგ უკვე უნდა ემოქმედათ "ზვიადისტებს". ჯანგალიევი იყო პროფესიონალი "ერპეგისტი", ანუ ტანკების ამფეთქებელი და მილიმეტრების სიზუსტით ისროდა "ერპეგეს". იმ დღეს რაღაც მიზეზით შევარდნაძის ესკორტმა დააგვიანა კანცელარიიდან გასვლა საათნახევრით. ამიტომ ორთაჭალაში ჩასაფრებაში ჯდომა ტერორისტებს მოუხდათ ორ საათზე მეტი... მთელი ეს დრო ერთ-ერთი მეგრელი ტერორისტი ჯანგალიევს ტვინს უბურღავდა - "მეც ხომ კარგად მოვემზადე ერპეგეს სროლაში! ედუარდ შევარდნაძე მეგრელის ხელიდან უნდა მოკვდეს! მე მასროლინე ერპეგეო!" პრეზიდენტის ესკორტის გამოჩენამდე 10 წუთით ადრე დ ა ი თ ა ნ ხ მ ა... მისი გასროლით, ჭურვი მანქანას მოხვდა არა "პ ა რ პ რ ი ზ ი დ ა ნ", არამედ, კ ა პ ო ტ ი ს შუაგულში - პირდაპირ მ ა ტ ო რ შ ი! მატორის დიდმა მასამ და რ კ ი ნ ი ს "სხეულმა" ჭურვი შეაჩერა, ხოლო პორშინებთან შეხებამ ჩართო "კუმულაცია" და ჭურვი სალონის ნაცვლად „მატორში“ აფეთქდა! სწორედ ამიტომ გ ა დ ა რ ჩ ა ედუარდ შევარდნაძე! "ერპეგე" რომ გაცილებით გამოცდილ ჯანგალიევს გაესროლა, ის აუცილებლად მოარტყამდა მ ო ძ რ ა ვ ი მანქანის "პარპრიზთან" და პრეზიდენტის ს ი კ ვ დ ი ლ ი გარდაუვალი იყო! პრინციპში, სწორედ ამ ერთადერთი მიზნით იყო ჯანგალიევი გამოგზავნილი! მას ბრძოლაში არც უნდა მიეღო მონაწილება. უნდა გაესროლა "ერპეგე" და უნდა გაცლოდა იქაურობას, ბრძოლას თავის თავზე მერე ზვიადისტები იღებდნენ... სინამდვილეში კი, ისინი გაიქცნენ და ჯანგალიევმა იომა... ის შევარდნაძის "ლიჩნიკების" ტყვიით დაეცა... დაცვის ორი წევრი - ორივე მისი ტყვიით იყო მოკლული... ასე გადაარჩინა შევარდნაძე მაშინ მეგრულმა ჯ ი უ ტ ო ბ ა მ... სახალისო არ არის ეს ამბავი, მაგრამ მ ე ღ ი მ ე ბ ა მაინც...“, წერს ბაკურ სვანიძე.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის