საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩაზე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ჩიქოვანის ქუჩაზე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის