სამართალი
გორში სურსათის მაღაზია და სწრაფი ჩარაცხვის აპარატი გატეხეს

გორში სურსათის მაღაზია და სწრაფი ჩარაცხვის აპარატი გატეხეს

გორში სურსათის მაღაზია და სწრაფი ჩარაცხვის აპარატი გატეხეს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე მოხდა.

სურსათის მაღაზიიდან თანხა და სიგარეტია წაღებული, ხოლო ამავე მაღაზიაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხა. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიადგა სავაჭრო ობიექტს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის