სამართალი
პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა


პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესი იყო.

ექიმების ინფორმაციით, ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

პეკინის გამზირზე სისხლიანი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის