სამართალი
სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირება ვანში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირება ვანში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვანის მუნიციპალიტეტში მონხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ „ნიუპოსტს“ გუშინ აცნობეს.

წყაროს ცნობით, ინციდენტი სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებს შორის ერთ-ერთი რესტორანში, სუფრასთან დაიწყო, სადაც, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი ცემა.

როგორც გავარკვიეთ, სუფრასთან ასევე იმყოფებოდნენ ვანის პოლიციის უფროსი სერგო ადეიშვილი და სამტრედიის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ კეზევაძე.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის