სამართალი
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. „საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, - აცხადებენ პროკურატურაში. ცნობისთვის, მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის