სამართალი
ჯანეზაშვილი: თამარ ონიანის წინადადება არ ექვემდებარება რეალურ შეფასებას

ჯანეზაშვილი: თამარ ონიანის წინადადება არ ექვემდებარება რეალურ შეფასებას

“თამარ ონიანის წინადადება არ ექვემდებარება რეალურ შეფასებას, ვინაიდან მოსამართლე წევრის მხრიდან ასე ვთქვათ, ინიციატივის დაფიქსირება ინტერვიუზე მოსულმა კანდიდატმა არ უნდა უპასუხოს კითხვებს, ეს არის არასერიოზული და კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მათი მოწოდებები კამპანიის ამა თუ იმ ფორმასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს სრულდება ხოლმე და ისევ აქვთ სურვილი, რომ როგორც დღეს მოგვიყვანეს ხალხი, ისე გააგრძელონ…. მანამდე იყო აცილებები, როდესაც ანა დოლიძეს იცილებენ მოსამართლეები, ეტყობა გეგმავენ, ყოველ შემთხვევაში ონიანს ამის სურვილი აქვს, რომ კითხვებზე პასუხი აღარ გაგვცენ. გააგრძელონ ასე და როგორ შეფასდებიან ვნახავთ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა დაახლოებით 150 მოსამართლეზე მეტი ესწრებოდა. საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, მოსამართლეთა კითხვებს, რატომ უჭერენ მხარს კანონპროექტს – მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებაზე 2024 წლის 31 დეკემბრამდე და რა არგუმენტები აქვთ, პასუხი არ გასცეს, რასაც დარბაზში მოყოფი მოსამართლეების უკმაყოფილება მოჰყვა. ამის საპასუხოდ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვემა თამარ ონიანი მოსამართლეებს მიმართა, რომ იუსტიციის საბჭოში არ უპასუხოთ დოლიძის და ჯანეზაშვილის კითხვებს შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის