სამართალი
მურუსიძე დოლიძეს და ჯანეზაშვილს: აუხსენით მოსამართლეს, რა ნახირი ხომ არ არის  შეკრებილი

მურუსიძე დოლიძეს და ჯანეზაშვილს: აუხსენით მოსამართლეს, რა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი

“სასამართლო კორპუსი  მგონი ღირსია, ადამიანებს რომლებსაც  აქვთ თუნდაც განსხავავებული აზრი, არგუმენტები  მაინც წარმოადგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და რატომ არ უჭერენ მეორეს. მოსამართლეთა კორპუსმა  პატივისცემა გამოხატა და სთხოვა მათ პოზიცია გამოეხატათ, მათ დუმილი არჩიეს, შესაბამისად რომელ ამხანაგურ სასამართლოზეა აქ საუბარი? საბჭოს არამოსამართლე წევრებზე  დამოკიდებულია ის, რომ ისინი აფასებენ ამ მოსამართლეებს და იღებენ გადაწყვეტილებას ისინი უვადოდ გადაინიშნებიან თუ არა. მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ  ასეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიცაა მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა. შეიძლება ეთანხმებოდე, შეიძლება არა, მაგრამ თუ ეთანხმები ან არ ეთანხმები, ელემენტარული ზრდილობაა,  ანგარიშვალდებულებაა, კანონის  მოთხოვნაა, ადამიანობა, სინდისი, ნამუსი… მოსამართლეს აუხსენი, ეს რა, ნახირი ხომ არ არის მართლა შეკრებილი. ესენი არიან მოსამართლეები რომლებიც მართლმსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი, ანგარიშვალდებული ხარ მოსამართლეების წინაშე. იმსახურებენ ეს მოსამართლეები შენი არგუმენტაცია წარმოადგინო და  თქვა,  არა პატივცემულო მოსამართლეებო, მე ვემხრობი შენიშვნებს ამიტომ ამიტომ… ამას ითხოვდა დღეს სასამართლო კორპუსი”- განაცხადა ლევან მურუსიძე. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა დაახლოებით 150 მოსამართლეზე მეტი ესწრებოდა. საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, მოსამართლეთა კითხვებს, რატომ უჭერენ მხარს კანონპროექტს – მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებაზე 2024 წლის 31 დეკემბრამდე და რა არგუმენტები აქვთ, პასუხი არ გასცეს, რასაც დარბაზში მოყოფი მოსამართლეების უკმაყოფილება მოჰყვა. ამის საპასუხოდ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვემა თამარ ონიანი მოსამართლეებს მიმართა, რომ იუსტიციის საბჭოში არ უპასუხოთ დოლიძის და ჯანეზაშვილის კითხვებს ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მე და ნაზი ჯანეზაშვილს სახალხო სასამართლო მოგვიწყვეს შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის