სამართალი
„მურუსიძე მოვიდა, იჯდა იქ, სადღაც და აკონტროლებდა სიტუაციას - ცოტა არაადეკვატური განცხადება გამოუვიდ...

„მურუსიძე მოვიდა, იჯდა იქ, სადღაც და აკონტროლებდა სიტუაციას - ცოტა არაადეკვატური განცხადება გამოუვიდ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უახლოეს მომავალში უმაღლეს საბჭოში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, რაც დღეს მოხდა, იყო მურუსიძისა და ჩინჩალაძის მიერ ორგანიზებული სპექტაკლი, რომელში მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებს. „მათ სურდათ დაედგა შოუ, თითქოს სასამართლო სისტემა ერთიანია და ამაზე ყველა უნდა იყოს მგრძნობიარე. მე არ მინდოდა ამ სცენარისთვის, რომელიც მურუსიძემ და ჩინჩალაძემ მოიფიქრეს, ხელი შემეწყო. არ ვაპირებ იმ სცენარებსა და დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას, რომელსაც დგამს ჩინჩალაძე ან მურუსიძე. მურუსიძე მოვიდა, იჯდა იქ, სადღაც და აკონტროლებდა სიტუაციას. ცოტა არაადეკვატური განცხადება გამოუვიდა. სხვას რომ ეთქვა, კრტიკული დამოკიდებულება ექნებოდათ. ალბათ ჩინჩალაძე ბოლოს გამოჩნდება. ის ჯერ არსად ჩნდება, ალბათ ეს იქნება მაშინ, როცა უფრო დაიძაბება სიტუაცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის