სპორტი
ვინ შექმნა ყველაზე მეტი მომენტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში?

ვინ შექმნა ყველაზე მეტი მომენტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში?

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-საიტმა, "Whoscored.com-მა", ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით გამოარჩია მოთამაშეები, რომელთაც ყველაზე მეტი მომენტი შექმნეს. პირველ ადგილს, ბევრისათვის მოულოდნელად, მარსელის "ოლიმპიკის" გარემარბი დიმიტრი პაიე იკავებს. მის ანგარიშზე 64 ე.წ. "გადამწყვეტი პასი" ანუ შექმნილი მომენტია. პაიე ლიდერობს მატჩში საშუალოდ შექმნილი მომენტების მიხედვითაც - 3.8. მეორე ადგილს ლონდონის "ჩელსის" შეტევების ლიდერი, ბელგიელი ედენ აზარი, იმყოფება - მის ანგარიშზე 57 შექმნილი ეპიზოდია. სამეულს კი "ატალანტას" არგენტინელი ვინგერი, ალეხანდრო გომესი, აგვირგვინებს 56 შექმნილი მომენტით. მატჩში საშუალოდ შექმნილი მომენტების რაოდენობით კი სამეულში ლიონელ მესი (3,3) და "ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველი კერემ დემირბაი (3,3) შედიან.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის