სპორტი
მარსელო ბიელსამ ლამპარდის გუნდის ვარჯიშზე ჯაშუში გააგზავნა

მარსელო ბიელსამ ლამპარდის გუნდის ვარჯიშზე ჯაშუში გააგზავნა

"ლიდს იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, აღიარა, რომ "დერბის" ვარჯიშზე ჯაშუში გააგზავნა. მოგეხსენებათ, "დერბის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია, რომლის სამწვრთნელო შტაბიც იძულებული გახდა, ვარჯიში შეეჩერებინა. მოგვიანებით, ბიელსამ "ინგლისელს დაურეკა და ბოდიში მოუხადა. "დიახ, ეს "ლიდსის" ადამიანი იყო. მომხდარის გამო პასუხიმსგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. არ აქვს მნიშვნელობა, სწორად მოვიქეცი თუ არა, საკმარისი ისიც არის, რომ ლამპარდისთვის და "დერბი ქაუნტისთვის" ეს მიუღებელი აღმოჩნდა." - ციტირებს ბილესას სიტყვებს Sky Sports. მატჩი "ლიდსი" - "დერბი" გუშინ, 11 იანვარს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის