სპორტი
ბარსელონას მორიგი კონკურენტი - რაბიოსთვის ჩელსიც იბრძოლებს

ბარსელონას მორიგი კონკურენტი - რაბიოსთვის ჩელსიც იბრძოლებს

ადრიენ რაბიო "ჩელსის" სატრანსფერო გეგმებში შევიდა. ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი 23 წლის ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასის შემცვლელად მოიაზრებს, რომელმაც გუშინ, 11 იანვარს, "მონაკოსთან" გააფორმა კონტრაქტი. სავარაუდოდ, "არისტოკრატები" პარიზელებს უახლოეს დღეებში ოფიციალური შემოთავაზებითაც მიმართავენ. ისიც იწერება, რომ რაბიომ "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, ფეხბურთელის აგენტი და დედა ითხოვს, რომ ეს საბონუსე თანხა 10-დან 15 მილიონამდე გაიზარდოს, მაგრამ, კატალონიური კლუბი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ ჩქარობს. შეგახსენებთ, რომ რაბიოს "პსჟ-სთან" კონტრაქტი უახლოეს ზაფხულს ეწურება და ის მის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის