სპორტი
მუნირის ტრანსფერი სევილიას 1.05 მილიონი ევრო დაუჯდა

მუნირის ტრანსფერი სევილიას 1.05 მილიონი ევრო დაუჯდა

კატალონიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ "სევილიამ" მუნირ ელ-ჰადადი გადაიბირა. ტრანსფერის თანხამ 1.05 მილიონი ევრო შეადგინა. "ბარსელონამ" ფეხბურთელს თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ ელ-ჰადადის კონტრაქტი "ბარსასთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა და ფეხბურთელმა მის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. 23 წლის მუნირის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2014 წელს შედგა და ერთ თვეში მან თავისი პირველი გოლის გატანაც მოახერხა. მთლიანობაში, მან "ბლაუგრანას" ღირსება 56 მატჩში დაიცვა და 12 გოლი გაიტანა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის