სპორტი
ბიელსა: "მსგავს პრაქტიკას მრავალი წელია მივმართავ და ვერ ვიტყვი, რომ ასე აღარასდროს გავაკეთებ"

ბიელსა: "მსგავს პრაქტიკას მრავალი წელია მივმართავ და ვერ ვიტყვი, რომ ასე აღარასდროს გავაკეთებ"

არგენტინელი სპეციალისტი ჩადენილს არ ნანობს. "კლუბის ან საფეხბურთო ფედერაციის მხრიდან, ნებისმიერ სასჯელს მშვიდად შევეგუები. პატივს ვცემ იმ ქვეყნის წესებს, სადაც ვმუშაობ, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ამას მომავალში აღარ გავაკეთებ. არ ვფიქრობ, რომ მატყუარა ადამიანი ვარ. მსგავს პრაქტიკას მრავალი წლის მანძილზე მივმართავ და ეს სამხრეთ ამერიკაში მიღებულია - პრინციპში, ინგლისშიც, მაგრამ, სამხრეთ ამერიკაში ამას ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვება." - აღნიშნა ბიელსამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 იანვარს, "დერბის" დილის ვარჯიშის დროს, პოლიციამ დააკავა საეჭვო ადამიანი, რომელიც გუნდის სავარჯიშო პროცესს ბინოკლის მეშვეობით ადევნებდა თვალს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის