სპორტი
ლამპარდი: "ჯაშუშების გამოყენებას მირჩევნია მწვრთნელად საერთოდ არ ვიმუშავო"

ლამპარდი: "ჯაშუშების გამოყენებას მირჩევნია მწვრთნელად საერთოდ არ ვიმუშავო"

"დერბი ქაუნტის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი კოლეგა გააკრიტიკა. გუშინ, 11 იანვარს, "დერბის" დილის ვარჯიშის დროს, პოლიციამ დააკავა საეჭვო ადამიანი, რომელიც გუნდის სავარჯიშო პროცესს ბინოკლის მეშვეობით ადევნებდა თვალს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი "ლიდსის" თანამშრომელი იყო, რომელიც მომავალი მეტოქის სათვათვალოდ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ გააგზავნა. ამ ინფორმაციას "დერბის" დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდიც გამოეხმაურა. "კარგია, რომ ბიელსამ აღიარა. მას ვესაუბრე და მან აღნიშნა, რომ სპორტული თვალსაზრითი ეს არასწორი საქციელი იყო და ამან ჩვენი მატჩისადმი მომზადება დაარღვია. მოგვიანებით პოლიცია გამოვიძახეთ, შპიონი გაიქცა, მაგრამ, მან მოასწრო ჩვენი ტაქტიკის დანახვა და ისიც გაიგო, რომ ჰარი უილსონი ვერ ვარჯიშობდა. ჯაშუშების გამოყენებას, მირჩევნია მწვრთნელობით საერთოდ არ დავკავდე," - დაასრულა ინგლისელმა Sky Sports-თან საუბარში.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის