სპორტი
ტოტენჰემმა რეალს კეინის ფასი დაუსახელა

ტოტენჰემმა რეალს კეინის ფასი დაუსახელა

ჰარი კეინის გადასაბირებლად მადრიდის "რეალს" სატრანსფერო რეკორდის დამყარება მოუწევს. სიახლე არავისთვისაა, რომ "სამეფო კლუბი" ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფორვარდს, ჰარი კეინს აკვირდება და მისი შეძენით ინტერესდება. თუმცა, ლონდონელთა პრეზიდენტთან მოლაპარაკება ადვილი არასდროს ყოფილა და მითუმეტეს, გუნდის უპირობო ლიდერის გაყიდვის სურვილი დანიელ ლევის არც არასდროს ჰქონია. ესპანური As-ის ინფორმაციით, "დეზებმა" "რეალს" თავისი ფასი დაუსახელეს - 350 მილიონი ევრო. მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ დათანხმდება "ტოტენჰემი" კეინის მადრიდში გაშვებას, "ბლანკოსი" კი ნანატრ ფორვარდს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, კეინი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება - ამჟამად, ამ ტიტულის მატარებელი - ნეიმარია, რომელიც "ბარსელონადან" "პსჟ-ში" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის