სპორტი
გვარდიოლა რეალზე: "იმედია სოლარი ახლა გაიგებს"

გვარდიოლა რეალზე: "იმედია სოლარი ახლა გაიგებს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "რეალის" მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის უპასუხა. გვარდიოლამ თქვა, რომ ევროპაში ბოლო ათწლეულში საუკეთესო გუნდები "ბარსელონა", "რეალი" და "ბაიერნი" არიან. ამ ფაქტს სოლარი გამოეხმაურა და ესპანელი გააკრიტიკა. ამჯერად, სოლარის გვარდიოლამ უპასუხა. "მე ვთქვი, რომ ევროპაში ბოლო ათწლეულში საუკეთესო გუნდები "ბაიერნი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" არიან. "რეალმა" ბოლო 10 წელში ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო და მართალია, რომ ისინი ევრო ტურნირებზე საუკეთესოები არიან, თუმცა არა ევროპაში. თუ დავთვლით ტიტულებს ეს ნათლად გამოჩნდება. ბოლო 10 წელში, "ბარსელონამ", "იუვენტუსმა" და "ბაიერნმა 6-7 ჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატების მოგება, "რეალმა" კი მხოლოდ 2-ჯერ. იმედ მაქვს, სანტიაგო სოლარი ახლა გაიგებს თუ რა ვთქვი რეალურად", - განაცხადა გვარდიოლამ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის