სპორტი
"მბაპეს საქმე ნეიმარისა და კავანის შეცვლა არ არის", - ტუხელი მანჩესტერთან მატჩზე

"მბაპეს საქმე ნეიმარისა და კავანის შეცვლა არ არის", - ტუხელი მანჩესტერთან მატჩზე

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრში პარიზელებს ნეიმარი და კავანი აკლიათ, რის გამოც მთელი პრესინგი 20 წლის შემტევზე იქნება. "არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ შეხვედრის დროს, მბაპე პრესინგის ქვეშ მოექცეს. მისი მოვალეობა კავანისა და ნეიმარის შეცვლა არ არის, ასე რომ კილიანი ჩვეულებრივად, თავის საქმეს გააკეთებს. მან თავისუფლად უნდა ითამაშოს", - განაცხადა ტუხელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის