სპორტი
ვარსკვლავები, რომლებმაც მანჩესტერსა და პსჟ-ში ითამაშეს

ვარსკვლავები, რომლებმაც მანჩესტერსა და პსჟ-ში ითამაშეს

ჩემპიონთა ლიგა - დაბრუნდა! 1/8 ფინალური მატჩები იხსნება "მანჩესტერ იუნაიტედი"-"პარი სენ ჟერმენისა" და "რომა"-"პორტოს" დაპირისპირებებით. აღნიშნული წყვილებიდან ცენტრალური უდავოდ ინგლისურ-ფრანგული დუელია. გავიხსენოთ, თუ რა საერთო აქვთ "წითელ ეშმაკებსა" და "პსჟ"-ს, კერძოდ კი ფეხბურთელები, რომლებმაც ორივე გუნდის მაისური მოირგეს. გაბრიელ ჰაინცე წლები პსჟ-ში: 2001-2004 შედეგი: 105 მატჩი, 4 გოლი წლები მანჩესტერში: 2004-2007 შედეგი: 83 მატჩი, 4 გოლი ტიტულები: პრემიერ ლიგა, მანჩესტერის წლის ფეხბურთელი ანხელ დი მარია წლები მანჩესტერში: 2014-2015 შედეგი: 32 მატჩი, 4 გოლი ტიტულები: პრემიერ ლიგის წლის გოლის ავტორი წლები პსჟ-ში: 2015-დღემდე შედეგი: 158 მატჩი, 57 გოლი ტიტულები: 2 ლიგა 1, 3 საფრანგეთის თასი, 3 საფრანგეთის ლიგის თასი, 2 საფრანგეთის სუპერთასი, ლიგა 1-ის წლის გუნდის წევრი, ლიგა 1-ის საუკეთესო ასისტენტი, საფრანგეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი რეი უილკინსი წლები მანჩესტერში: 1979-1984 შედეგი: 194 მატჩი, 10 გოლი ტიტულები: ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი წლები პსჟ-ში: 1987 შედეგი: 13 მატჩი, 0 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლები პსჟ-ში: 2012-2016 შედეგი: 180 მატჩი, 156 გოლი ტიტულები: 4 ლიგა 1, 2 საფრანგეთის თასი, 3 საფრანგეთის ლიგის თასი, 3 საფრანგეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას წლის გუნდის წევრი, ჩემპიონთა ლიგის წლის გუნდის წევრი, ფიფას წლის გუნდის წევრი, 2-ჯერ ოქროს ბურთის ნომინანტი, უეფას წლის ფეხბურთელის ნომინანტი, 5-ჯერ ლიგა 1-ის თვის ფეხბურთელი, ლიგა 1-ის წლის თავდამსხმელი, 3-ჯერ ლიგა 1-ის წლის უცხოელი ფეხბურთელი, 3-ჯერ ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი, 4-ჯერ ლიგა 1-ის წლის გუნდის წევრი, 3-ჯერ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, ლიგა 1-ის წლის გოლის ავტორი, 2-ჯერ საფრანგეთში მოთამაშე წლის ფეხბურთელი, საფრანგეთის სუპერთასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე, საფრანგეთის ლიგის თასის საუკეთესო ბომბარდირი, 2-ჯერ საფრანგეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის საუკეთესო ფეხბურთელი, პსჟ-ს დიდების დარბაზის წევრი, პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (2015-2018), ლიგა 1-ის რეკორდსმენი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით (38 გოლი) წლები მანჩესტერში: 2016-2018 შედეგი: 53 მატჩი, 29 გოლი ტიტულები: ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა, ევროპა ლიგის წლის გუნდის წევრი, პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი, 2-ჯერ მანჩესტერის თვის ფეხბურთელი, ინგლისის ლიგის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე, ინგლისის ლიგის თასის საუკეთესო ბომბარდირი, პრემიერ ლიგის 25.000-ე გოლის ავტორი დევიდ ბექჰემი წლები მანჩესტერში: 1992-2003 შედეგი: 394 მატჩი, 85 გოლი ტიტულები: 6 პრემიერ ლიგა, 2 ასოციაციის თასი, 2 ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, ოქროს ბურთის მე-2 ადგილოსანი, 2-ჯერ ფიფას წლის ფეხბურთელის მე-2 ადგილოსანი, პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი, 3-ჯერ პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტი, პრემიერ ლიგის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, მანჩესტერის წლის ფეხბურთელი, უეფას წლის ფეხბურთელი, უეფას წლის ნახევარმცველი, 2-ჯერ უეფას წლის გუნდის წევრი, პრემიერ ლიგის ათწლეულის გუნდის წევრი, პრემიერ ლიგის ათწლეულის გოლის ავტორი, 4-ჯერ პრემიერ ლიგის წლის გუნდის წევრი წლები პსჟ-ში: 2013 შედეგი: 14 მატჩი, 0 გოლი ტიტულები: ლიგა 1 აგრეთვე გამოსარჩევია: პატრის ევრა, გაბრიელ ობერტანი (ორივე მხოლოდ პსჟ-ს აკადემია)
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის